"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდეს მარიამ ჯაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან", _ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარიამ ჯაშის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხება.
მარიამ ჯაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ "სოლიდარობის ფონდს" უხელმძღვანელებს.