ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის თქმით, თბილისში ყოფნისას ის შეხვდა საქველმოქმედო ფონდ "ატუს" ხელმძღვანელობას და ეგნატე ნინოშვილის სახელობის მემორიალური მუზეუმის სავალალო მდგომარეობაში მყოფი ადმინისტრაციული შენობისა და საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაციის შესახებ ესაუბრა.
_ დაგვპირდნენ, რომ "ატუს" წარმომადგენლები რამდენიმე დღეში ლანჩხუთში ჩამოვლენ, ადგილზე შეისწავლიან პრობლემებს და ამის შემდეგ გადაწყდება, თუ რა სამუშაოების ჩატარება იქნება საჭირო მუზეუმში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, _ გვითხრა გამგებელმა.