17 -21 ნოემბერს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებული და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
დელეგაციის წევრებს შორის იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა. შეხვედრები გაიმართა ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტში და გარემოს დაცვის სამინისტროში. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ქალაქების, კაუნასის და დრუშკინკაის მერებს.
შეხვედრებზე მოხდა გამოცდილების გაზიარება თვითმმართველობის, გარემოს დაცვის და მყარი ნარჩენების გადამუშავების საკითხებზე.