ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წინასაახლწლოდ, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიანებს, დევნილებსა და ხანდაზმულებს სასაჩუქრე პაკეტს გადასცემს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიების ნაცვლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამყოფილი 10 000 ლარი სრულად დაიხარჯება სოციალურ პაკეტებზე.
_ წინასაახალწლო ნობათი_ სურსათი და ტკბილეული ჯამში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 109 ოჯახზე განაწილდება. ვფიქრობთ, რომ სოოციალურად შეჭირვებულ ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მრავალშვილიანებისთვის, დევნილებისთვის და ხანდაზმულებისთვის ეს საჩუქრები საახალწლო ღონისძიებებზე მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.