როგორც ბრიტანული პრესა აღნიშნავს, ქვეყანა ყოველწლიურად 30 მილიარდამდე გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით, 49 მილიარდ დოლარს) კარგავს თაღლითობის გამო.
თითოეული ბრიტანელი, თაღლითობის გამო, წელიწადის განმავლობაში 626 გირვანქა სტერლინგით ზარალდება და ეს ბევრად აღემატება დიდი ბრიტანეთის მთავრობის აქამდე არსებულ მონაცემებს.
ორიოდე წლის წინ ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თაღლითობასთან დაკავშირებული კანონდარღვევების წყალობით, ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ზარალი მხოლოდ და მხოლოდ 13 მილიარდი გირვანქა სტერლინგია.
ყველაზე დიდ ზემოქმედებას ამ მიმართულებით ბრიტანეთის ეკონომიკაზე გადასახადებისგან თავის არიდება ახდენს. სააგენტო „ნეიშნლ ფროდ ოსორითის“ მონაცემებით, ამის გამო ქვეყნის ბიუჯეტში 15,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი არ შევიდა. კიდევ 3,8 მილიარდი გირვანქა სტერლინგით იზარალა სახელმწიფომ იმ თაღლითობასთან დაკავშირებით, რომელიც სადაზღვევო და იპოთეკის სფეროებს უკავშირდება.
ბრიტანული სააგენტოს მონაცემებით, თაღლითობის 58 პროცენტი სახელმწიფო სექტორზე მოდის, კერძო სექტორი კი „მხოლოდ“ შემთხვევათა 31 პროცენტით არის დამნაშავე.