"გურია ნიუსი" წიგნების მაღაზიათა ქსელის, "ბიბლუსის" ოზურგეთის ფილიალს ესტუმრა და ერთი წლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი წიგნებით დაინტერესდა. როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, ლიდერობას არ თმობს გიორგი კეკელიძის "გურული დღიურები", რომელიც 2014 წლის ბოლოს გამოვიდა. ამ ეტაპზე „დღიურები" გაყიდვაში არ არის. როგორც "ბიბლუსის" ოზურგეთის ფილიალის მენეჯერმა, სოფო კოსტავა გვითხრა, ამ დღეებში აუცილებლად ჩამოვა ახალი ტირაჟი.
„ზოგადად მოთხოვნა წიგნებზე იზრდება. ძალიან პოპულარულია „ ვეფხისტყაოსანი„ და „ქართული ხალხური ზღაპრები„, ასევე საბავშვო ლიტერატურის მომხმარებელთა დიდი ყურადღება დაიმსახურა 1 ლარიანი წიგნების სერიებმა: " ჩემი პირვლი ბიბლიოთეკა" (გამომცემლობა "პალიტრა") და "წიგნი ყველა ბავშვს" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)." – გვითხრა სოფო კოსტავამ.
წლის გაყიდვადი წიგნების ათეული კი ასეთია: "ბიბლია"; გიორგი კეკელიძე – "გურული დღიურები"; "ვეფხისტყაოსანი 3D"; " მოსწავლის პირველი ენციკლოპედია"; "სერია – ჩემი პირველი ენციკლოპედია"; "სერია – წიგნი ყველა ბავშვს"; დათო ტურაშვილი – "ჯინსების თაობა"; "ქართული ხალხური ზღაპრების ათტომეული"; "საბავშვო ბიბლია – სულაკაურის გამომცემლობა"; "ხაჭაპური".