თოვლის საფარის სიმაღლემ სვანეთში მეტრანახევარს გადააჭარბა, რის გამოც მესტიის რაიონის სოფლების დიდ ნაწილს ელექტოენერგია არ მიწოდება.
უშგულის მიმართულებით მოძრაობა შეწყვეტილია, ადგილზე სპცეიალური ტექნიკის მუშაობა ვერ ხერხდება. რაც შეეხება ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზას, აქ გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.