იუნესკომ 2015 წლის მსოფლიოს კულტურულ დღესასწაულთა ნუსხა გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მწერლები, პოლიტიკოსები და ის მოვლენებია შესული რომელსაც მიმდინარე წელს გაიხსენებენ და აღნიშნავენ.
ამ ნუსხის თანახმად, 2015 წელი საქართველოში აკაკი წერეთლის წელია, რომლის გარდაცვალებიდან ზუსტად ასი წელი გავიდა.
სომხეთში კი ლაზარევის სახელობის აღმოსავლური ენების ინსტიტუტის 200 წლისთავი აღინიშნება, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კულტურათა დილოგში.
პოლონელი კომპოზიტორის, დიპლომატისა და მწერლის კლეოფასა მიხეილ ოგინსკის დაბადებიდან 150 წელი გავიდა (1765-1833). მისი ნაშრომები კი გასცდა საკუთარი სამშობლოს საზღვრებს.
ბრაზილიაში კი ემზადებიან მწერლისა და პროფესორის, ანტონიო ხოუაისის (1915-1999) დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ლეკსიკოგრაფიული ნამუშევრების სახით.
2015 წლის გასახსენებელ მოღვაწეთა ნუსხაში მოხვდა ბულგარეთიც სადაც კირილიცას ანბანის შემქმნელებს ძმებს კირილესა და მეთოდეს გაიხსენებენ. გარდა ამისა მწერლები და მეცნიერები ხორვატიიდან, ფინეთიდან, ვიეტნამიდან, უნგრეთიდან და უკრაინიდან.