"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თოვლის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება ურეკისა და ნატანების მცხოვრებლების ნაწილს. ამ ინფორმაციას, ჩვენთან სატელეფონო საუბარში "ენერგო- პრო ჯორჯიას" ოზურგეთის ოფისის მენეჯერი, გია ნაკაიძე ადასტურებს.
"ურეკში რამდენიმე ადგილზე სადენებს დაეცა ხე და ახლა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაო. მაღალი ძაბვის სადენებს ასევე პრობლემა აქვს ნატანებში, სადაც უკვე გასულია ჩვენი ჯგუფი და დაახლოებით, სამ საათში ეს პრობლემაც მოგვარდება", – გვითხრა გია ნაკაიძემ.
ნაკაიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქ ოზურგეთს ელექტროენერგია მიეწოდება.