საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად დაინიშნოს.
თუმცა, როგორც "გურია ნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თიკო მჟავანძემ უთხრა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
თავად კოჟორიძე კი, პრეზიდენტის მრჩევლად მის დანიშვნას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
“ხვალ იქნება ოფიციალური ინფორმაცია, წინასწარ არ მინდა რაიმეს თქმა”, – ამბობს კოჟორიძე.