ორი ქვეყნის მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასის პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას თბილისში ვიზიტისთვის, რაც საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერად შეაფასა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.