საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ იური ვაზაგაშვილი თავს არ მოიკლავდა.
"იმდენი შეკითხვაა, რომ კეთილი უნდა ინებოს მთავრობამ და ყველას პასუხი უნდა გასცეს. რამდენიმე დღის წინ ადამიანმა გამართა პრესკონფერენცია სხვა შვილმკვდარ მამებთან ერთად და განაცხადა, რომ შსს მფარველობს მკვლელებს და მას აქვს მტკიცებულებები და ამის შემდეგ მოხდა ეს ამბები. იმ ვიღაცას როგორც ჩანს, ძალიან მოხვდა გულზე და ძალიან იყო ამით დაინტერესებული. მთავრობამ ამ საშინელ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.