იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურამ უსწრაფესად უნდა დადოს შედეგი, რათა კანონმა იზეიმოს.
"ეს საზარელი ამბავი ცნობილი გახდა სხდომის მიმდინარეობისას და პრაქტიკულად, ყველანი შოკში ვართ. ოპოზიციაში ყოფნის დროს ბატონი იური ყოველთვის იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეგობარი, მრჩეველი და მებრძოლი, მედგარი ადამიანი. იმათ ვინც ეს ჩაიდინეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ორგანოები უმკაცრეს პასუხს მიაგებენ. ჩემი მხრიდან კი ამავე ადამიანებს მინდა დავპირდე, რომ სტრასბურგში იური ვაზაგაშვილის მიერ დაწყებული საქმე, დიახ, მივა ბოლომდე. დიახ, იუსტიციის სახლის წინ მემორიალი იდგება იქ, სადაც დგას და როგორც ჩემთვის ცნობილია, თუმცა პროკურატურა ამაზე თავად ისაუბრებს, იური ვაზაგაშვილის შვილის საქმეზე გამოძიება საკმაოდ კარგ გზაზე დგას და შეიძლება მალე შედეგიც დაიდოს და ეს შედეგი დაიდება. ხოლო თავად იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო და აქაც უსწრაფესად პროკურატურამ უნდა დადოს შედეგი ორივე საქმეზე, იმისთვის რომ კანონმა იზეიმოს და კანონი კანონობდეს", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.