ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ექსპერტებმა დაასახელეს ის ხუთი ქალი, რომლებსაც ყველაზე ცუდი და მოუვლელი ფეხები აქვთ.
პირველ ადგილზე გავიდა კლაუდია შიფერი, რომელიც სულ უფრო იშვიათად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ექსპერტების აზრით, მას ასაკის მატებასთან ერთად ფეხების ფორმაც შეეცვალა, რის გამოც იგი ყველაზე ცუდი ფეხების მფლობელთა სიის სათავეში მოექცა.
მეორე ადგილი დაიკავა ვიქტორია ბექჰემმა. მისმა აჩემებამ, გამუდმებით ატაროს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, კუნთები კიდევ უფრო დაუჭიმა და მოკლე კაბაში იგი არასახარბიელოდ გამოიყურება. გარდა ამისა, ვარსკვლავი ინტენსიურად იყენებს ე.წ ავტოზაგარს, რამაც მას ფეხებზე ლაქები გაუჩინა.
მესამე ადგილზე აღმოჩნდა მოდელი ნაომი კემპბელი. მან სუპერმოდელებისთვის დამახასიათებელი პროფესიული დაავადება – ართრიტი და პოდიუმზე ხანგრძლივი დგომისგან ფეხის ტერფების დეფორმაცია მიიღო საჩუქრად. ნაომის ექიმებმა კატეგორიულად აუკრძალეს პოდიუმზე გამოსვლა და ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, მისთვის მაქსიმუმი 3-5 სანტიმეტრიანი ქუსლია.
მეოთხე ადგილი ერგო მსახიობ ჯენიფერ ენისტონს. მისი ნაკლიც ვენებია, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ ამახინჯებს ლამაზმანის ფეხებს, როცა ის მაღალ ქუსლებზე დგას.
ბოლო ადგილი მსახიობმა ჯილიან ანდერსონმა დაიკავა. იმისათვის რომ პრობლემური და არასწორი ფეხები დამალოს, მსახიობი ხშირად გრძელ კაბებში ფეხშიშველიც კი დადის.მე ადგილზე აღმოჩნდა მოდელი ნაომი კემპბელი. მან სუპერმოდელებისთვის დამახასიათებელი პროფესიული დაავადება – ართრიტი და პოდიუმზე ხანგრძლივი დგომისგან ფეხის ტერფების დეფორმაცია მიიღო საჩუქრად. ნაომის ექიმებმა კატეგორიულად აუკრძალეს პოდიუმზე გამოსვლა და ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, მისთვის მაქსიმუმი 3-5 სანტიმეტრიანი ქუსლია.