საქართველოს პარლამენტში დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეხვედრა მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილთან და მთავარი პროკურორის მოადგილე, ირაკლი შოთაძესთან.
შეხვედრის თემა იყო იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიება და მასთან დაკავშირებული საკითხები.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული დანაშაულის უსწრაფესი გახსნის, ისევე, როგორც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების დასრულების დიდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.
მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენა საქართვლეოს პროკურატურის ნომერი პირველი პრიორიტეტია და საამისოდ მობილიზებულია ქვეყნის მთელი სამართალდამცავი სისტემა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ამ საზარელი დანაშაულების ჩამდენ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემა, არამედ ძალადობის ამგვარი აქტების გამომწვევი და ხელისშემწყობი ფაქტორების საფუძვლიანი ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა