ფასები შეამცირეს "ვისოლმა" და "გალფმა". როგორც კომპანიებში აცხადებენ, ფასის კლება ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციამ გამოიწვია.
"ვისოლის" ცნობით, ქსელში არსებულ პროდუქტებზე ფასები 5 თეთრით შემცირდა. ხოლო ჯამში, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ეცემა, მათ ქსელში საწვავზე ფასმა 50-თეთრამდე დაიკლო.
რაც შეეხება კომპანია "გალფს", აქ საწვავის ფასი ყველა პროდუქტზე 4-6 თეთრით შემცირდა. მთლიანობაში, "ვისოლის" მსგავსად, კომპანიის ქსელში საწვავი 50 თეთრით დაეცა.