არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელი" ინტელექტუალურ მარათონს იწყებს. მან პროექტ "ახალგაზრდა ინტელექტუალის" ფარგლებში, პირველი ღონისძიება 28 თებერვალს დმანისში გამართა. მარათონი ყველა საგნობრივ დისციპლინაში 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორ ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა ჩხეტიანი აღნიშნავს, მათ მიერ დაწყებული პროექტის მიზანია, მოსწავლეთა განათლების დონის ამაღლება.
"დმანისის მასშტაბით დავიწყეთ სასკოლო საგნობრივი ოლიმპიადები, რომლის მთავარი მიზანია აქტიური, განათლებული მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება.
პირველმა ოლიმპიადამ წარმატებით ჩაიარა და მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოვლინდა სამი პრიზიორი, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით, ასევე გამარჯვებული მოსწავლის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებს გადავეცით ფულადი პრიზები 100 – 100 ლარის ოდენობით."