ჩინეთში ნიორს წარმოუდგენლად დიდი ფასი დაედო: ზოგიერთ საცალო სავაჭრო ცენტრში თითქმის 40-ჯერ გაძვირდა, ხოლო საბითუმო ფასები უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში 15-ჯერ გაიზარდა.
ნივრის მოყვანა და გაყიდვა ქვეყანაში ოფიციალურად, გასული წლის ყველაზე შემოსავლიან საინვესტიციო ინსტრუმენტად იქნა აღიარებული. შემოსავლებით მან ოქროთი ან აქციებით ოპერაციებსაც კი გაუსწრო.
ჩინელ ვაჭრებს ძალზე მარტივად შეუძლიათ ასეთი ბიზნესით მილიონები მოიხვეჭონ. ფაქტობრივად, ამისთვის საჭიროა სამი რამ: ნივრის საწყობებში შეღწევა, ფული და რამდენიმე სატვირთო მანქანა. შემდეგ ნივრის ყიდვა ერთ ადგილას, მისი სხვაგან გადატანა და მომატებული ფასით გაყიდვა.
ჩინეთი ყოველწლიურად სამჯერ მეტ ნიორს აწარმოებს, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო. მაგრამ გასულ წელს, ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა ნივრის მოყვანა. როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ამანაც გამოიწვია ფასების ზრდა არა მხოლოდ შიდა სამომხმარებლო ბაზარზე, საექსპორტო ნიორზეც. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ფასები „ბიოლოგიურ წამალზე“ კიდევ 40 პროცენტით გაიზრდება.