საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე განათლების მინისტრის მრჩეველის მიერ მისი პირადი მიმოწერის გასაჯაროებაზე კომენტარს "გურია ნიუსთან" აკეთებს:
_ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ნუგზარ ყიფიანის სცენარია და თავად მას გაუცნია ჩემთვის თავის დროზე რამდენიმე ადამიანთან ერთად. მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. ხოლო ოთოსთან დაკავშირებით გავდივარ კონსულტაციებს სასამართლოს მივმართო თუ პროკურატურას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩაფიძემ.
ჩვენ შევეცადეთ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ნუგზარ ყიფიანს დავკავშირებოდით, თუმცა უშედეგოდ. მისი ტელეფონი მომსახურების ზონიდანაა გასული.
შეგახსენებთ, რომ ელისო ჩაფიძესა და განათლების მინისტრის მრჩეველს შორის საჯარო დაპირისპირება რამდენიმე დღეა აქტიური განხილვის თემაა.
ჩაფიძე ამბობს, რომ ოთარ აბესაძე მუდმივად ტყიბულშია, მართავს შეხვედრებს და ტყიბულებებს ცრუ ინფორმაციას აწვდის. ჩაფიძის მტკიცებით აბესაძე ტყიბულელელბს დუშეთის მაჟორიტარმა ირაკლი ტრიპოლსკიმ წარუდგინა:
_ მე დღემდე მაინტერესებს განათლების მინისტრის მრჩეველ ოთარ აბესაძეს სხვა საქმე არაფერი აქვს, რომ ტყიბულში იმყოფებოდეს და პროვოკაციებს აწყობდეს?! საკმაოდ ბევრს ატყუებს ტყიბულელებს, აწოდებს ცრუ ინფორმაციას მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით. მე ხალხის არჩეული ვარ და უნდა მომეცეს ჩემი უფლბამოსილების განხორციელების საშუალება.
მაქვს ინფორმაცია, რომ მათი მხრიდნ პროვოკაციებია დაგეგმილი ჩემს წინააღმდეგ და ასევე ადგილობრივი საკრებულოს წინააღმდეგაც აქვთ დაგეგმილი პროვოკაციები. ეს ძალა დამშვიდებულ რაიონში ცდილობს წყალი აურიოს, მღვრიე წყალში თევზებს ვინ იჭრეს ეს ძალიან კარგად ვიცით. შესაძლოა გადადგა ნაბიჯი და მოსალოდნელ პროვოკაციაზე წინასწარ ისაუბრო, _ აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ელისო ჩაფიძე და დასძენს, რომ აბესაძე, რომელიც 2012 წელს აქციაზეც კი არ უნახავს, ტრიპოლსკის მამას ეძახის.
აბესაძე კი აღნიშნავს, რომ ის ვალდებულია მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს:
_ ნებისმიერი საქციელი ან სიტყვა, რომელსაც ვამბობ ან ვესაუბრები მოსახლეობას არის თავიდან ბოლომდე სახელმწიფო ინტერესის გამტარებელი და ეს იქნება ტყიბული, ეს იქნება ზუგდიდი თუ ეს იქნება თელავი ყველგან ვთვლი თავს ვალდებულად, რომ მოვისმინო ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და შესაბამის პასუხისმგებელ პირებს მივაწოდო ინფორმაცია რომ აღმოიფხვრას პრობლემა.
სწორედ ამას ვცდილობდი ტყიბულის შემთხვევაში რომ ვაცნობდი ელისო ჩაფიძეს იმ პოლიტიკური გადაცდომის შესახებ, რომელიც ქონდა ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარეს, _ აღნიშნავს აბესაძე.
იხილეთ სტატია: განათლების მინისტრის მოადგილემ დეპუტატ ელისო ჩაფიძესთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროა