ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
"ძალიან მინდა, ყველას მოვუწოდო, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე პარტიის წარმომადგენელი იქნება, ინსტიტუტციების თუ ორგანიზაციების. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გამოდიან და იძახიან, რომ პოლიცია არის დემორალიზებული, რომ პოლიცია არის, ბრჭყალებში ვიტყოდი და ბოდიშს მოვუხდიდი ჩემს კოლეგებს, "დაჩმორებული". დაჩმორებული პოლიცია ამას ვერ გააკეთებდა, არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე და არ შეიძლება ამ ადამიანებს, რომლებიც დღე და ღამე იცავენ, როგორც ჩემ შვილებს, ასევე თქვენი და ყველას შვილებს, ამ პოლიციელებს გვერდში დგომა უნდა და არა ყოველი ეთერიდან იქნება თუ ბეჭდური პრესიდან, იმის ძახილი, რომ დემორალიზებული და "დაჩმორებულია". კიდევ ბოდიშს ვუხდლი ამ პოლიციელებს, ყველას, ისინი არიან ჩემი კოლეგები. არ შეიძლება მარტო შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი ვიდგეთ და ვიძახდეთ, რომ ასე არ არის", – განაცხადა გომელაურმა.