გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის გურიის რეგიონული და ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის მიერ განთავისუფლებული, სტადიონის ყოფილი დირექტორის მურთაზ აბაშიძის განცხადებას ეხმაურება:
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის გურიის რეგიონული და ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია გმობს ოზურგეთის მერის მხრიდან მურთაზ აბაშიძისადმი განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, რაც გამოიხატა აბაშიძის სამსახურიდან ორჯერ უკანონოდ განთავისუფლებაში.
აქვე ვაცხადებთ, რომ პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია სამართლიანობისათვის ბრძოლაში სრულ თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს მურთაზ აბაშიძესა და ყველა იმ პირს ვის მიმართაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელდა უკანონო მოქმედებები.
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს მოთხოვნით დაუყოვნებლივ საფუძვლიანად გამოიკვლიონ მურთაზ აბაშიძის განცხადებაში მითითებული ფაქტები და მერის მხრიდან სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედების დადასტურების შემთხვევაში განახორციელონ კანონით ღონისძიებები.“
Developed By Web Features 2024 © All rights reserved