პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ოზურგეთის II საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა და ახალგაზრდული საკრებულოები ჩამოყალიბდა. დღეიდან ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის რაიონის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში XI-XII კლასებით დაკომპლექტებულმა ახალგაზრდულმა საკრებულომ საქმიანობა დაიწყო.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალარჩეულ საკრებულოს თავმჯდომარეებს დაახლოებით 10 დღეში აირჩევენ. მანამდე საკრებულოს თავმჯდომარეების კანდიდატებს საარჩევნო პროგრამის წარდგენა მოუწევთ საკრებულოს დეპუტატების წინაშე.
პროექტში სულ ჩართულია 216 მოსწავლე, საიდანაც 128 მოსწავლე არის „ახალგაზრდული საკრებულოს დეპუტატი“, ხოლო 88 – პროექტის მონაწილე.
ახალგაზრდები მომავალში საკრებულოს ფორმატში გააგრძელებენ მუშაობას. უახლოესი ათი კვირის ვადაში ჩამოყალიბდება თემატური კომისიები და აირჩევა თავმჯდომარე. თავმჯდომარის არჩევა დამოკიდებულია კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო სტრატეგიაზე, რომელიც კანდიდატებმა უნდა წარუდგინოს პროექტის ხელმძღვანელებს და კოლეგებს. შესაბამისად, წარმოდგენილი სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის შემდეგ, ახალგაზრდა დეპუტატები ფარულად კენჭს უყრიან თავმჯდომარეობის კანდიდატებს და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება გამარჯვებული კანდიდატი.