ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟოლიეთში მცხოვრები, გარდაცვლილი შვიდი თვის ფეხმძიმე, 30 წლის ხათუნა ჩხატარაშვილის ოჯახის წევრები, დღეს შპს “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მივიდნენ.
ადგილზე იყო მობილიზებული საპატრულო და პოლიციის ეკიპაჟები. გარდაცვლილის და და მული შპს „ მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორთან დავით მდინარაძესთან და ექიმებთან, მაყვალა ინწკირველთან და მანანა კუპრაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ არ მიეცათ, რის შემდეგაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და გენერალურ დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
დირექტორმა დავით მდინარაძემ “გურია ნიუსის” ჟურნალისტი არასწორი ინფორმაციის გაშუქებაში დაადანაშაულა.
პ.ს. ამ თემაზე ვრცელ მასალას “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ