დღეს, 3 საათზე, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლის ბექა თავდიშვილის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით საქმის განხილვა დაიწყო. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან.
საქმე ეხება 24 მაისს, რესტორან "თამარიონში" პოლიციასა და ბექა თავდიშვილის შორის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
თავდიშვილის უფლებების დამცველმა კახა ჩავლეშვილმა მოსამართლე მარინა კიკნაძეს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა, 24 მაისს რესტორან "თამარიონში", პოლიციასა და მისი უფლებადამცველს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრების სასამართლო პროცესზე წარმოდგენა; ასევე, პოლიციის მიერ თავდიშვილის დაკავების დროს გადაღებული ვიდეოფირის წარმოდგენა მოითხოვა.
მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი 10 ივნისისთვის გადაიდო.
ბექა თავდიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლობის ყოფილი კანდიდატის _ შალვა თავდიშვილის ძმაა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობიდან" იყრიდა კენჭს არჩევნებში.