სამხრეთ კორეაში შუა აღმოსავლეთის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსის (MERS) სინდრომით დაღუპულთა რიცხვმა 6-ს მიაღწია. ორშაბათს 80 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის საავადმყოფოში ფილტვების ანთების გამო იწვა, სადაც ვირუსი შეყარა.
როიტერის ცნობით, ქვეყანაში 2 ათასამდე სკოლა დაიკეტა. 10 პაციენტი, რომლებიც კარანტინში იყვნენ სახლებში გაუშვეს და მეთვალყურეობენ.
ჯანდაცვის მინისტრმა 23 ახალი გადამდები ინფექცია დაასახელა, რითაც ქვეყანაში არსებული ვირუსების რიცხვი 87-მდე გაიზარდა.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სამხრეთ კორეა საუდის არაბეთის შემდეგ მეორე ადგილზე დგას ვირუსების მაღალი რიცხვის მაჩვებელით.
2500-მდე პაციენტი კარანტინშია, ნაწილი კი სახლში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.