ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ოჯახში ძალადობა იყო.
"ოჯახში ძალადობა და სხვა სახის ძალდობა ქალის წინააღმდეგ კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება,"- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე შევიდა მონაცმემები 2014 წელს ქალთა მკვლელობების შესახებ.
ანგარიშის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტი გამოვლენილია ორსული ქალის, არასრულწლოვნის, შშმ პირის წინააღმდეგ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები იყო: სოციალური და ინტერპერსონალური ძალადობა, ოჯახში ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ჩათვლით; გაზრდილი სოციალური შეუწყნარებლობა უმცირესობების მიმართ, რაც აისახებოდა სიძულვილის ენაში, ღვთისმსახურებაში ხელის შეშლასა და მუქარაში, რომელიც ხელს უშლის შეკრების თავიუფლების უფლების განხირციელებას; ასევე, ხარვეზები კანონმდებლობაში, რომელიც იწვევს არასრულყოფილ გამოძიებებს, ეჭვმიტანილთა ნაადრევად მიცემას პასუხისგებაში და წინასწარი პატიმრობის არამიზნობრივ გამოყენებას.
ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლავ პრობლემებად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ტრეფიკინგი. ასევე, ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო შეექმნა შრომის ინსპექცია, მიუხედავად იმისა, რომ ამას შრომის კოდექსი ითვალისწინებდა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში შეგიძლიათ სრულად აქ იხილოთ.