ვენეციის ქალაქის ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ, შეიძლება გაიყიდოს ერთ-ერთ ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალვის უფლება. ადრე ასეთი პატივი წილად ხვდებოდათ მხოლოდ რჩეულებს. ჟურნალისტებმა ასეთი ინიციატივა, – თომას მანის ნოველისა და ლუკინო ვისკონტის ფილმის ანალოგიით, უკვე მონათლეს სახელწოდებით "სიკვდილი ვენეციაში".
ყოველ წელს ქალაქის მერია იღებს ასობით შეკვეთას დიდ ქალაქში სამუდამოდ დარჩენის სურვილის შესახებ, მაგრამ ვენეციაში დაკრძალვა შეეძლოთ მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ცნობილ უცხოელებს.
მიმდინარე წლის სექტემბრიდან ერთი რჩეულ მიცვალებულთაგანი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ (ფასი ზუსტდება). ქალაქი უფლებს მისცემს ჭირისუფლებს, მიიტანონ იქ ურნები გარდაცვლილთა ფერფლით და ზღვაში დაცალონ.
ახალი მომსახურება უნდა მოიწონოს ქალაქის საბჭომ და ვატიკანმა. წინადადების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ყურეს მიცვალებულთა ზღვად გადაქცევა კარგი იდეა არ არის. მაგრამ მათი შანსები მცირეა, რადგან ქალაქს, რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ზღვაში იძირება, ძალიან სჭირდება ფული.
დელიკატური პროცედურა, რომელიც ძალიან არ მოსწონს ვატიკანს, ჯერ არ არის მოფიქრებული. ვატიკანის აზრით ალბათ, ასე იქნება: სასაფლაოს ცენტრალური შესასვლელის ადგილას სან-მიქელეში, ააშენებენ სპეციალურ პლატფორმას, რომელზეც ადამიანები გავლენ ურნით ხელში. მათ იქ რამდენიმე წუთით მარტო დატოვებენ, მოწმეების გარეშე. ვისაც პლატფორმა არ მოეწონება, მიართმევენ სპეციალურ კატერს, რათა შეძლოს მიცვალებულის ფერფლის ქალაქიდან შორს გაფანტვა.
"დიახ, აქ ჩვენთან ქორწინდებიან, ახლა კი სიკვდილსაც აქ აირჩევენ. შეიძლება, მომავალში ჩვენთან სამშობიაროდაც ჩამოვიდნენ. დაიბადო ვენეციაში – ესეც ხომ პრესტიჟულია. ასე რომ, გაიზრდება ვენეციაში მცხოვრებთა რიცხვი," – განმარტავს ვენეციის მერის მოადგილე ჯანფრანკო ბეტინი.