ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ვიდეო გამოაქვეყნეს,რომელშიც იუწყებიან,რომ გერმანიისა და ავსტრიის ტერიტორიებზე ტერაქტების მოწყობას გეგმავენ.
RT-ის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ამავე ჩანაწერში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ემუქრებიან. მუქარის დასტურად მათ ორი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს.
აღსანიშნავია,რომ ვიდეოში "ისლამური სახელმწიფოს"მებრძოლები გერმანულად საუბრობენ და გარდა ამისა, ნათლად ჩანს, რომ მათ მხარეზე ავსტრიელები და გერმანელებიც არიან.