ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე 8 აგვისტოს ომში დაღუპული თემურ ჭიტაძის საფლავთან იმყოფებოდა.
2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს სამი ოზურგეთელი სამხედრო დაიღუპა: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი).
ჯარისკაცების საფლავებზე დღეს გუბერნატორი გია სალუქვაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრები და ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე იმყოფებოდნენ.
ომში დაღუპულ გმირის თემურ ჭიტაძის საფლავთან ოზურგეთის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა, მღვდელმა გიორგი ბარამიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ტურიზმის განვითარების ცენტრთან არსებულმა მგალობელ-მომღერალთა გუნდმა "შემოქმედმა" მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ომში დაღუპული ჯარისკაცის თემურ ჭიტაძის ოჯახს ანგარიშზე ფულადი თანხა ჩაურიცხა.