ცნობილი გახდა უიტნი ჰიუსტონის შვილის ბობი ქრისტინას გარდაცვალების გამომწვევი ახალი მიზეზები.
BBC-ის ინფორმაციით, ბობი ქრისტინა ბრაუნის დაკრძალვის ცერემონიალის შემდეგ, მისმა მეურვემ ახალ ბრალდებებზე ისაუბრა და სასამართლოში განახლებული სარჩელიც შეიტანა.
მისი თქმით, ნიკ გორდონმა ბობი ქრისტინას ტოქსიკური კოქტეილი დაალევინა და მას შემდეგ, რაც გოგონამ გონება დაკარგა, წყლით სავსე აბაზანაში ჩააწვინა, სადაც ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
"ჩვენ არ ვგეგმავთ გავცეთ გარდაცვალების მოწმობა, ვიდრე ყველა სამედიცინო გამოკვლევას პასუხი არ გაეცემა."_განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა.
ბობი ქრისტინა ბრაუნი რამდენიმე დღის წინ, ნიუ ჯერსიში, დედის საფლავის გვერდით დაკრძალეს.