_ ძალიან მოგვწონს ვაშლატამა. შესაძლებელია თუ არა მოვაშენოთ იგი გურიაში და სად შევიძინოთ მისი ნერგი?
ნანა თაბაგარი, რეზო გობრონიძე, ზურაბ ვაშაყმაძე, ავთანდილ კალანდაძე, სოსო კაპანაძე, ოზურგეთი
_ ვაშლატამა, დასავლეთ საქართველოს რაიონებიდან, შედარებით უკეთ ხარობს სამტრედიაში, ვანში. ჩვენთან, გურიაში მისი დარგვა და მოშენება არაერთხელ ვცადე, მქონდა რამდენიმე ჯიში, თუმცა, არაფერი გამოვიდა და საერთოდ შევწყვიტე მასზე მუშაობა.
საქმე იმაშია, რომ ვაშლატამა ძალზე ფაქიზია _ ვერ ეგუება და ვერ იტანს მაღალ ტენიანობას, რაც ასე ძალიან ახასიათებს ჩვენს რეგიონს. ამიტომ მასზე დროის დაკარგვა არ ღირს. თქვენი ძალისხმევა მიმართეთ სხვა კულტურებისკენ _ ატმის ყველა ჯიში საუცხოოდ ხარობს ჩვენში და ვაშლატამაზე გაცილებით გემრიელია.
აკაკი ღლონტი, აგრონომი