ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ "შემოქმედობის" დღესასწაულზე საპატიო მოქალაქეები დაასახელა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე დავით შემოქმედელი გახდა.დამსახურებული მოღვაწის წოდება პედაგოგ ლია ასლანიშვილს მიენიჭა. საპატიო შემოქმედელები კი პედაგოგები ეთერ გარყანიძე და ვენერა გოლიაძე გახდნენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწე თამაზ შილაკაძე გახდა (ბატონ თამაზ შილაკაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ოზურგეთში ბოლო დროს მიმდინარე მშენებლობების განხორციელების საქმეში. ამ შენობების დიდი ნაწილი მისი დაპროექტებულია).
"ყველა დასახელებული ადამიანი დამსახურებული მოღვაწე და თავისი საქმის პროფესიონალია" – განაცხადა ოზურგეთის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.