იემენის დედაქალაქში, მეჩეთში ლოცვის დროს, ბომბი აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური პირები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან მეჩეთში მყოფი უამრავი ადამიანი აფეთქების გამო სერიოზულად დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში ეს უკვე მეექვსე თავდასხმაა, რომელიც მეჩეთის წინააღმდეგ არის მიმართული.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.