ფრაქცია "ლანჩხუთი ევროატლანტკური მომავლისთვის" მიერ ინიცირებული ორი პროექტი – წარმატებული აბიტურიენტებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების შესახებ დღეს საკრებულოს ეთიკის კომისიის წევრთა განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო.
აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებმა "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ"so დადგენილებაში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმადაც უნდა წახალისდეს სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული, ერთხმად მოიწონეს და მხარიც დაუჭირეს.
რაც შეეხება ფრაქციის მიერ ინიცირებულ მეორე პროექტს, რომელიც სოციალურად დაუცველთათვის ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინასებას ეხებოდა, კომისია მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბიუჯეტს ამ ეტაპზე შესაძლებლობა არ გააჩნია, ამიტომაც არც უნდა დაიწყოს ამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება.