საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის აზრით, საქართველოს მარეგულირებელ ორგანოთა თანამშრომლების თანამდებობრივი ანაზღაურება უზომოდ მაღალია.
ოპოზიციონერი დეპუტატი მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლთა ხელფასებზე ზედა ზღვარის დაწესებას ითხოვს . ანალოგიური მოთხოვნა ბობოხიძეს საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებითაც ქონდა. მან კანონპროექტიც წარუდგინა პარლამენტს, რომელიც საპარტნიორო ფონდის თანამშრომელთა ხელფასებზე ზედა ზღვარის დაწესებას ითვალისწინებდა.
ბობოხიძის ავტორობით პარლამენტს კვლავ წარედგინა საკანონმდებლო პროექტი, რომლის მიხედვით, სემეკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეების ხელფასები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს, ხოლო კომისიის წევრთა ხელფასი – საკონსტიტიციო სასამართლოს მოსამართლეთა ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებას არ უნდა აღემატებოდეს.
"კანონპროექტების შემუშავების მიზეზია შეუსაბამოდ მაღალი სახელფასო განაკვეთი, მარეგულირებელ ორგანოებში და საპარტნიორო ფონდში დასაქმებულ პირებს გააჩნიათ, რაც დღეს საქართველოში არსებულ ყველაზე მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებასთან შედარებით, განსაკუთრებით მაღალია", – ამბობს პარლამენტარი.