"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილებაში ახალი კადრი წარადგინეს. წამყვან სპეციალისტად ნინო სალუქვაძე დაინიშნა.
ნინო სალუქვაძე 2012 წლიდან 2014 წლის სექტებრამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი იყო.