თურქულ მუსიკალურ სამყაროში ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის გამოჩენამ ფურორი მოახდინა. იგი პოპულარული მუსიკალური შოუს „ო სეს თურქიე" (თურქული ხმა), რომელშიც ნუცა პირველად წარსდგა თურქი მაყურებლის წინაშე, ფავორიტი გახდა და უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.
მისი დუეტი თურქეთში ცნობილ მომღერალთან – ჰადისესთან უკვე იქცა მუსიკალური რადიოებისა და გადაცემების ჰიტად და ნუცას დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ.
შოუ, თურქულ არხზე – TV 8 ყოველ პარასკევს გადაიცემა და ნუცა ბუზალაძე ჯერჯერობით ჟიურის ფავორიტთა და გამარჯვების კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ლიდერია.
მომზადებულია თურქული ინტერნეტგამოცემა www.mustilife.com მასალის გამოყენებით.

































































