საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის მეთაურმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ.
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინულ საიტებზე გუშინ გავრცელებული სატელეფონო საუბრებით დაინტერესდა. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
პრემიერ–მინისტრმა მოუწოდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანებელს, უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის უკრაინის შესაბამის სამსახურებს მიმართა.