ქრონიკული დაავადებების სწრაფი ზრდა ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით გლობალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
მსოფლიოში ქრონიკული დაავადებებით სიკვდილიანობა შეადგენს საერთო სიკვდილიანობის 60 პროცენტს. მისი 80 პროცენტი მოდის საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებზე.
ქრონიკული დაავადებების განვითარების ძირითად რისკფაქტორებს წარმოადგენს კვების არასწორი რაციონი, ჰიპოდინამია და თამბაქოს მოხმარება.
მსოფლიოში ერთი მილიარდი ჭარბი წონის მქონე ადამიანია. შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის პირობებში, 2015 წლისთვის მათი რიცხვი 1,5 მილიარდს გადააჭარბებს.
5 წლამდე ასაკის 22 მილიონ ბავშვს აღენიშნება ჭარბი წონა.
თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად, სულ მცირე, 5 მილიონი ადამიანის სიკვდილს განაპირობებს.
ქრონიკული დაავადებების ძირითადი რისკფაქტორების თავიდან აცილების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება, თავიდან იქნას აცილებული გულის დაავადებების, ინსულტისა და მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევათა 80 პროცენტი, ასევე სიმსივნური დაავადებების 40 პროცენტი.