საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, მანუელ ვალსის განცხადებით, ტერორისტები ახალ თავდასხმებს გეგმავენ როგორც საფრანგეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ჩვენ ვიცით, რომ ოპერაცია საფრანგეთისა და ასევე ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მზადდებოდა და ეხლაც მზადდება,"_ განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში შვიდი თავდამსხმელი დაიღუპა, მათმა უმეტესობამ კი თავი მოიკლა.
გარდა ამისა, მომხდარი შეტაკების შედეგად ბარებსა და რესტორნებში, საკონცერტო დარბაზსა და სთეიდ დე ფრანსში 129 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, პარასკევს პარიზში მოხდარი ტერაქტი სირიაში დაიგეგმა და მათ მიერვე განხორციელდა.