უკრაინაში, ჩერკასის ოლქის სოფელ ლისიანკაში მცხოვრებმა 80 წლის პენსიონერმა ქალბატონმა, მას შემდეგ რაც გაზის გადასახადის ქვითარი მიუტანეს თავი მოიკლა.
ამის შესახებ ადგილობრივი ჟურნალისტი ვლადიმერ ჩოსი თავის ფეისბუქ-გვერდზე იტყობინება.
სიკვდილის წინ მოხუცმა ქალბატონმა წერილი დატოვა, სადაც წერს: „ჩემ სიკვდილში პოროშენკო და იაცენიუკი დაადანაშაულეთ“.
წერილზე გაზის ქვითარი იყო მიმაგრებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მოხუც პენსიონერს გაზის გადასახადის სახით 4 ათასი გრივნა უნდა გადაეხადა. შედარებისთვის – ამ დროისთვის უკრაინაში მოხუცების პენსია საშუალოდ 1600 გრივნას შეადგენს.