ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, გოჩა მგელაძე ამ დილით მოულოდნელად გარდაიცვალა. 51 წლის გოჩა მგელაძე, საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატი იყო.
_ ყველა გაოცებული ვართ, უცებ გახდა ცუდად. დროულად მოხდა მისი წაყვანა ქუთაისში, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, _ გვითხრეს გოჩა მგელაძის მეზობლებმა.
გოჩა მგელაძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
“გურია ნიუსი“ თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.