9 იანვარი, მე -20 საუკუნის ნიჭიერი რეჟისორის, სერგო (სარგის) ფარაჯანოვის დაბადების დღეა. უკრაინისა და სომხეთის სსრ-თა სახალხო
არტისტ, მრავალ სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიის ლაურეატ, უდროოდ გარდაცვლილ გენიოსს, რომელიც დაიბადა და მოღვაწეობდა თბილისში, დღეს 92 წელი შეუსრულდებოდა.
2016 წლის 9 იანვარს, მოეწყო ვიზიტი თბილისში მანთაშოვის რიგების კედელზე განთავსებულ, ერის ღირსეული შვილის, სერგო ფარაჯანოვის, მემორიალთან.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ეპარქიის თანამდებობის პირებმა, ახალგაზრდობის განყოფილების აქტივისტებმა და „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ერთდღიანი სკოლის მოსწავლეებმა ქედი მოიხარეს უდიდესი ხელოვანის ხსოვნის წინაშე და ფარაჯანოვის მემორიალი შეამკეს მისი საყვარელი ბროწეულით და ყვავილებით.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის მარნეულის რაიონის სომხური თემების სულიერმა მოძღვრმა და ქვემო ქართლის სულიერმა ინსპექტორმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა ლოცვა აღავლინა ფარაჯანოვის სულის სიმშვიდისათვის.
მსოფლიო ცნობილი კინორეჟისორის ნიჭსა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა და პრეს- სამსახურის ხელმძღვანელმა სუსანა ხაჩატრიანმა, მათ ხაზი გაუსვეს რეჟისორის შეტანილ წვლილს მსოფლიო კინემატოგრაფიის განვითარების საქმეში.