რუსეთი მზადაა დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ტერორიზმს ებრძოლოს, მაგრამ დასავლეთს საერთაშორისო კრიზისის გამოწვევაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე BILD-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, მსოფლიოს ქვეყნები საერთო საფრთხეების წინაშე დგას.
"ჩვენ საერთო საფრთხეების წინაშე ვდგავართ და გვინდა, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში, გაერთიანებული ძალისხმევით ვებრძოლოთ მას,"_განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიო საფრთხედ მხოლოდ ტერორიზმს არ თვლის.
"ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა მხოლოდ ტერორიზმს, არამედ დანაშაულს, ტრეფიკინგს, გარემოს დაცვას და სხვა მრავალ გამოწვევებს,"_აცხადებს ის.