აფეთქება მოხდა დაახლოებით ნახევარი საათის წინ სტამბულის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ტრადიცულად სულ ხალხმრავლობაა.
ჯერჯერობით არსებული ინფორმაციით, რომელსაც თურქული მედია უკვე ავრცელებს, აფეთქება სულთან აჰმედიეს რაიონში, აია სოფიას სიახლოვეს ავტობუსების გაჩერებასთან მოხდა.
თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ არიან დაღუპული და დაშავებული ადამიანები; მათ შორის, გერმანელი ტურისტებიც. ადგილზე უკვე მობილიზებულია სამართალდამცველების რაზმები და სპეცდანაყოფები.
გამოყენებულია www.rt.com -ის ინფორმაცია