ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვაბზუში რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კალანდობის დღესასწაული 13 იანვარს, საღამოს 20 საათზე დაიწყება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის, ნატალია ხომერიკის თქმით, კალანდობა თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე თბილისიდან მოწვეული ეთნო ფოკლ -ჯგუფი "სნო."
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგეობის კულტურის, სპოტრისა და ტურიზმის განვითარების სამსახური, ა(ა)ი.პ. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი" და ა(ა)ი.პ. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება."