აფეთქება სტამბულის ცენტრში სულთანაჰმედიეს მოედანზე თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ამ წუთებში ავრცელებს თურქული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებმა ადამიანის სხეულის ნაწილები ნახეს, ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.
აფეთქების გამო აია სოფიისა და სულთანაჰმედიეს მეჩეთის მიმდებარე რაიონი მთლიანად გადაკეტილია. ადგილზე არის დაღუპულთა ცხედრები და დაშავებული მოქალქეები. მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადები და სპეცრაზმები. მიმდებარე ქუჩებს პოლიცია აკონტროლებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებები სტამბულის სხვა რაიონებშიც გაისმა, მაგრამ მედია ამ ეტაპზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს.
გამოყენებულია www.atkunp.com – ის ინფორმაცია