დიდ ბრიტანეთში არქეოლოგებმა ბრინჯაოს ხანით დათარიღებული საცხოვრებელი სახლები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მრგვალი ხის სახლები ქრისტეშობამდე 1000-800 წლით თარიღდება.
არქეოლოგების ცნობით, აღმოჩენილი ნასახლარები 3 000 წლის წინ გაჩენილ ხანძარს მდინარის მეშვეობით გადაურჩა და იერსახის შენარჩუნებაში ლამი დაეხმარა.
როგორც ცნობილია, არქეოლოგებმა სახლებში ქოთნით საკვები, ხოლო სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ნაფეხური აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ სახლში მაცხოვრებელ ადამიანს ეკუთვნის.
მაუწყებლის ცნობით, მას შემდეგ რაც ნივთებს გაწმენდენ, აღწერენ და დაათარიღებენ მათ გამოფენაზე გაიტანენ.