Dalian Wanda Group-მა ჰოლივუდის ლეგენდარული კინოსტუდიის საკონტროლო პაკეტი იყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კომპანიამ ჰოლივუდის ლეგენდარული კინოსტუდიის საკონტროლო პაკეტი 3, 5 მილიარდ დოლარად შეიძინა.
როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ლეგენდარული კინოსტუდია ბლოკბასტერების მწარმოებელია. როგორიცაა ფილმები Jurassic World, The Dark Knight Batman trilogy და Godzilla.
მაუწყებლის ცნობით, Dalian Wanda Group-ს სათავეში ჩინეთში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ვანგ ჯიანლინი უდგას.
გავრცელებული ინფორმაციით, ვანგი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა ჰოლივუდის სტუდიის შეძენას, გავრცელდა ინფორმაციაც, რომ გასულ წელს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები DreamWorks Animation-ის შესასყიდად, თუმცა გარიგება არ შედგა.
როგორც ცნობილია, ჰოლივუდის კინოსტუდიის ხელმძღვანელად ისევ აღმასრულებელი დორექტორი, თომას თული დარჩება.