საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე ორი ბინის მფლობელია. ამის შესახებ კობახიძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.
კერძოდ, კობახიძე ფლობს თბილისში, აბაშიძისა და ბერბუკის ქუჩებზე მდებარე 95.56 და 180.00 კვ.მ-ის ფართობის ბინებს.
მისი მეუღლის, ზაზა გოგიჩაიშვილის საკუთრებაში კი, 2000 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა HONDA CRV-ია.
რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, მათი წლიური შემოსავალი 152 366 ლარი იყო.
აქედან, მანანა კობახიძის შემოსავალმა საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტიდან 76845.00 ლარი, ხოლო ზაზა გოგიჩაიშვილის შემოსავალი შპს "ქართული ბროილერი" მონიტორინგის სამსახურიდან 75521.00 ლარი იყო.
დეკლარაციის შევსების მომენტში კი, მანანა კობახიძეს "ქართუ" ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2366.00 ლარი ჰქონდა, ზაზა გოგიჩაიშვილს კი, "თი–ბი–სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 4400.00 ლარი ერიცხებოდა. გარდა ამისა, გოგიჩაიშვილს ნაღდი ფულის სახით 20000 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, ზაზა გოგიჩაიშვილი ინდივიდუალური მეწარმეა, ისევე, როგორც მანანა კობახიძის შვილი ნინო ორაგველიძე (შპს. "დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სასამართლო").
რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნინო ორაგველიძემ ჩეხეთში ბინის ქირავნობისთვის 300 ევრო გადაიხადა. მანანა კობახიძეს კი, სწავლა 2800.00 ევრო დაუჯდა.